თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რომის პაპის თხოვნით, პატრიარქის მხარდამჭერ აქციაზე სამედიცინო ინსტიტუტის უცხოელი სტუდენტები მივიდნენ“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „რომის პაპის თხოვნით, პატრიარქის მხარდამჭერ აქციაზე სამედიცინო ინსტიტუტის უცხოელი სტუდენტები მივიდნენ“. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გაცნობებთ, რომ 2019 წლის 3 ნოემბერს სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა „რომის პაპის თხოვნით, პატრიარქის მხარდამჭერ აქციაზე სამედიცინო ინსტიტუტის უცხოელი სტუდენტები მივიდნენ“, არ შეესაბამება სიმართლეს.

3 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტები იმყოფებოდნენ ტრადიციულ ექსკურსიასა და ფოტოსესიაზე თბილისში, სტუდენტებმა სხვა ღირშესანიშნაოებებთან ერთად მოინახულეს სამების საკათედრო ტაძარი“, - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა