კახა კალაძე - ოპონენტების განცხადებებით დასტურდება, რომ საპატრიარქოს მიმართ ბოლო დღეებში განხორციელებული შეტევა, სავარაუდოდ, ზუსტად ამ ადამიანების ორგანიზებული იყო

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპონენტების განცხადებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საპატრიარქოს მიმართ განხორციელებული შეტევა, სავარაუდოდ, სწორედ მათი ორგანიზებულია.

ამის შესახებ კალაძემ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც ჩვენ ვისმენთ - ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საპატრიარქოსთან მიმართებით. მათი განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ შეტევა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელდა საპატრიარქოს მიმართ, სავარაუდოდ, ზუსტად ამ ადამიანების ორგანიზებული იყო“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ნამდვილად შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი მეუფე პეტრეს, კალაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს