ანონსი 5 ნოემბერი

5 ნოემბერს, 09:30 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, სასტუმრო „რედისონში“ ბიზნესის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართება.

5 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

5 ნოემბერს, 10:30 საათზე, ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის მხარდამჭერ ფლეშმობს „პრეზიდენტი არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა/არ დაარღვიოთ კონსტიტუცია“ გამართავს.

მის.: პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ათონელის ქ. N25

5 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით, შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში მესამე საჯარო შეხვედრა გაიმართება.

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“

5 ნოემბერს, 11:00 საათზე, წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, იურისტთან ერთად, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: რუსეთის სამხედრო პროკურატურაში გაგზავნილი მოთხოვნა - ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას მეუღლეს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი; სტრასბურგში გასაგზავნი საქმე; ტატუნაშვილ-კვარაცხელიას სიის გაფართოება.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

5 ნოემბერს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციები 20-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულთა სტატუსის თაობაზე პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“, ჭოველიძის #10

საკონტაქტო პირი: ანი ტოკლიკიშვილი- 595 221 999

5 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საინიციატივო ჯგუფის, “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა და დაგეგმილი აქციები კინოთეატრებთან. შსს-ს განცხადება - როგორ იმოქმედებენ ფილმის პრემიერის მოწინააღმდეგეები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

თემა: მოწოდება მეუფე პეტრეს. საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და სინოდის კიდევ ერთი მოსალოდნელი სხდომა.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

5 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

5 ნოემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, ცხრა ავსტრიული კომპანიის ვიზიტის შესახებ ღონისძიება გაიმართება.

მის: ჭოველიძის 7, რესტორანი „ლოლიტა“, მესამე სართული ( სასტუმრო „რუმსის“ მოპირდაპირე მხარეს).

5 ნოემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

5 ნოემბერს, 14:00 საათზე, დედაქალაქის მერი საზოგადოებას განახლებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს წარუდგენს. ამჯერად თბილისს 30 ერთეული ახალი ავტობუსი შეემატება.

მის: ბობ უოლშის ქუჩა, ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორია

საკინტაქტო: ეკა ბახუტაშვილი 598163235

5 ნოემბერს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

5 ნოემბერს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (მომა თბილისი), გაიმართება დათო ტურაშვილის ახალი წიგნის - "თავის უფალი ადამიანი" პრეზენტაცია.

მის: რუსთაველის 27

საკონტაქტო: 599711818

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს