თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძე დღეს ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის შეფუთვის სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის მობათქაშება, კედლის ფილების გაკვრა, სამღებრო სამუშაოები და ფასადის მოწყობა. ამ ეტაპზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს.

,,დღეს, ბათუმის მერთან ერთად მოვინახულეთ რამდენიმე ობიექტი, სადაც ძალიან ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარეობს რამდენიმე შენობის ფასადის შეცვლა. საოცრებათა პარკში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა დაზიანებულ ფილებს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბათუმის მერიასთან. ეს იქნება ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც გადაჭრის ათწლეულების განმავლობაში არსებულ პრობლემას“,-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობა განახლებულ იერსახეს მიმდინარე წლის ბოლოსთვის მიიღებს.

მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერთან ერთად მოინახულა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ძველი ფილების დემონტაჟი, გრუნტის შეცვლა და ბეტონის საფარის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება, პარალელურად მიმდინარეობს პედესტალის ფილების რეაბილიტაციაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო