კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2019“ აღინიშნა

კასპში სახალხო დღესასწაული „კასპობა 2019“ კიდევ ერთხელ აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სადღესასწაულოდ მორთულმა ქალაქმა კასპის ისტორია, წარსული და ტრადიციები გააცოცხლა, რომელიც კარგად აისახა ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილ კუთხეებში.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ჩამოსულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ღვინო, ხილი, ჩურჩხელა და თათარა.

„როგორც ყოველთვის, ბავშვებისთვის მოწყობილმა გასართობმა სივრცემ უამრავი პატარა გაახარა.დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები.„კასპობა 2019“-ის დღესასწაულზე ტრადიციულად გაიმართა საჯარო სკოლების ოქროს, ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულების და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება. ჯილდოები მათ კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობდნენ კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ჯგუფი „ნიუტონი“, მომღერლები სოფო ბათილაშვილი, ნუცა თოფურია, გიორგი ცხადაძე და ზაურ ბოლქვაძე. საღამო, რომელიც მსახიობ ნიკა წულუკიძეს მიჰყავდა ელექტრონული მუსიკითა და ფოიერვერკით დასრულდა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა