ირაკლი ღარიბაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქაბულში, მისიის შტაბ-ბინაში ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად საქმიანი შეხვედრები გამართა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ხელმძღვანელთან, გენერალ ოსტინ სკოტ მილერთან, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უფროსთან და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელთან ელჩთან - სერ ნიკოლას კეისთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლსა და მათ წვლილზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო აღებული ვალდებულების ერთგული რჩება, გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას და მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევას, ხელი შეუწყოს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რაც ერთადერთი რეალური გზაა სტაბილური მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს