ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კრისტოფერ კავოლის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკულ მხარეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მიმდინარეობას, რომელიც აშშ-ის ევროპის სარდლობის ჩართულობითა და მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციაზეც იმსჯელეს. ამერიკელმა გენერალმა ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს