ახლობლები ახალგორში დაშავებული პედაგოგის ცხინვალის საავადმყოფოდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას კვლავ ითხოვენ

ახალგორში დაშავებული 67 წლის თამარ გიგაური კვლავ დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე რჩება. სოფელ იკოთის სკოლის პედაგოგი, რომელიც ოკუპირებულ დაბაში დაშავდა, ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულს ზედა კიდურის მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, გიგაურს მკურნალობა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში უტარდება.

თამარ გიგაურმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები 7 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნისას მიიღო. გიგაურის ოჯახის წევრები მესამე დღეა უშედეგოდ ითხოვენ, რომ დაშავებულს მკურნალობის საშუალება მიეცეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა