სულხან სალაძე - ვეკითხები გამოძიებას, ის, რომ მაკო გომურს არ აქვს თვალი, არის თუ არა ეს დანაშაული? - რაც უფრო მალე გამოიჩენს გონიერებას ხელისუფლება, მით უკეთესი იქნება მათთვის

ვეკითხები გამოძიებას - ის, რომ მაკო გომურს არ აქვს თვალი, არის თუ არა ეს დანაშაული? - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღეისთვის სახეზეა გამოძიება, რომელიც დიდწილად ერთი მიმართულებით მიმდინარეობს.

„ჩვენ გვახსოვს და ძალიან კარგად ვხედავთ, როდესაც პროკურატურა ჩვეულებრივ რიგით საქმეებზეც კი რიგ შემთხვევაში ბრიფინგს მართავს, შემდგომში იბარებს კონკრეტულ პირს და შემდეგ წარუდგენს ბრალს. თუმცა ამ შემთხვევაში პროკურატურა არ საუბრობს ღიად და მკაფიოდ და მხოლოდ გენერალური პროკურორის აბსურდული განცხადებებით შემოიფარგლება, რომ თურმე მაკო გომური ვერ იქნება დაზარალებული, ვინაიდან კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლევა. ეს არის სიცრუე. კანონმდებლობა იძლევა ამის სრულ საფუძველს. მაკო გომური დაზარალებულად უნდა იყოს აღიარებული არათუ ხვალ და ზეგ, არამედ ის უკვე უნდა ყოფილიყო დაზარალებულად ცნობილი 21-22 ივნისს, თუმცა ეს არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლებას, გამოძიებას არ სურს აღიაროს, რომ შესაძლოა, დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი სამართალდამცველების მხრიდან. ის ინდივიდუალური შემთხვევები, მხოლოდ 4 შემთხვევა დაზარალებულად ცნობისა, ეს მათთვის აღიქმება, როგორც ინდივიდუალური სამართალდამცველების მხრიდან კანონის დარღვევა, თუმცა თუ ათეულობით პირის დაზარალებულად აღიარება მოხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემას ჰქონდა ჩავარდნა და დაუშვა დიდი ალბათობით დანაშაული. ხელისუფლების და პროკურატურის მოტივაცია გასაგებია ჩემთვის, თუმცა ეს გაუგებარია კანონისთვის”, - განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და პროკურატურამ ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ მოქალაქეებს მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი.

„16 საქმეზე პროკურატურამ და სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი უარი გვითხრა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. თურმე, ამ ქვეყანაში აუცილებელი ყოფილა, რომ კონკრეტული პირის იდენტიფიცირება მოხდეს ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში დანაშაული იყოს ჩადენილი. ახლა ვეკითხები გამოძიებას - ის, რომ მაკო გომურს არ აქვს თვალი, ეს არის თუ არა დანაშაული?! რაც უფრო მალე გადადგამს ხელისუფლება ამ ნაბიჯს და რაც უფრო მალე გამოიჩენს გონიერებას, რომ ეს სტატუსი მიანიჭოს დაზარალებულებს, მით უფრო უკეთესი იქნება მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და ეს მხოლოდ დაზარალებულის სტატუსს არ ეხება, რომელიც მათ შორის ქვეყნის გარეთ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას უკავშირდება“, - განმარტა სულხან სალაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს