ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარებაზე შექმნილი კომისია  სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო სკოლა-გიმნაზიის ინვენტარიზაციას ახორციელებს

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია სალხინოში, ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო სკოლა-გიმნაზიის ინვენტარიზაციას ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიმნაზიის ყოფილმა დირექტორმა, მამუკა დანელიამ განუცხადა.

„ახლა აღწერის პროცესში ვართ. ადგილზე ვაცნობ, ვათვალიერებთ ყველა კორპუსს. ყველა კორპუსის, ყველა ოთახის ელექტრონული ინვენტარიზაცია გვქონდა ამობეჭდილი და იმის მიხედვით ვაკეთებთ ყველაფერს. ფინანსურ ნაწილს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ ვიცი. აქ საუბარია აღწერაზე ქონების ნაწილში და მერე ალბათ შედარებენ ამას ფინანსურ ნაწილთან. მე ყველა დოკუმენტი გადავეცი“,- ამბობს მამუკა დანელია.

მამუკა დანელიამ აღნიშნული პოსტი, მას შემდეგ დატოვა, რაც 31 ოქტომბერს, საპატრიარქოში სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრე ცაავა მღვდლმთავრობიდან განაყენეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს