მესტიაში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდება

წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდ ნაგებობის მესტიაში მშენებლობა 21 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ტურისტულ ზონებში მწვანე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდ ნაგებობას ამჯერად მესტიაში ააშენებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და ერთობლივი საწარმო „Toshiba & In-Si“ -ის წარმომადგენელმა, ზვიად თოიძემ.

მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა დღემდე არ არსებობს. პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხეს. ობიექტი უნდა შედგებოდეს სატუმბი სადგურების, ფილტრების, აერაციის და დალექვის ავზებისაგან, ასევე, საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობებისაგან, დამატებით მოეწყობა დაახლოებით 2,5 კმ. წყალარინების ქსელი.

გამწმენდი ნაგებობების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივებისა და იქ ჩასული დამსვენებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) 21,014,000.00 ლარით აფინანსებს.

წყალარინების გამწმენდი ნაგებობები შენდება: მარნეულში, ანაკლიაში, ზუგდიდსა და გუდაურში. ობიექტების მშენებლობები დაგეგმილია: ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიაში, მარტვილში, ხაშურში, სტეფანწმინდაში, სოფელ მუხრანში, დაბა ფასანაურში, ბახმაროსა და აბასთუმანში. უკვე დასრულდა ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა