მინისტრის მოადგილის განცხადებით, მუშაობენ, რომ სვანეთში ელექტროენერგიის საფასურის ამოღება შესაძლებელი იყოს ჯერ კომერციული ობიექტებიდან და შემდეგ საყოფაცხოვრებო ობიექტებიდანაც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობს, რომ სვანეთში ელექტროენერგიის საფასურის ამოღება საწყის ეტაპზე შესაძლებელი იყოს კომერციული ობიექტებიდან, ხოლო შემდეგ - საყოფაცხოვრებო ობიექტებიდანაც. აღნიშნული განცხადება დავით თვალაბეიშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონპროექტის განხილვისას, რომელიც კომიტეტის სხდომაზე თვალაბეიშვილმა წარმოადგინა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას რეგიონებში ელექტროენერგიის საფასურის ამოღება უჭირს. მისი თქმით, „ენერგო პრო ჯორჯია“ მოითხოვს, რომ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით დაგროვებული ვალები საყოფაცხოვრებო ტარიფში აისახოს.

„კანონპროექტის პირველად ვერსიაში უიმედო ვალი იყო ჩასმული, რომელიც განხილვების დროს ამოიღეს. ჩვენი პრინციპული პოზიცია არის, რომ იქნებ დავაბრუნოთ ეს უიმედო ვალი ტარიფში. რა თქმა უნდა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. ეს იმით არის გათვალისწინებული, რომ სამწუხაროდ, ყველა რეგიონში გართულებულია ელექტროენერგიის საფასურის ამოღება“, - განაცხადა „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ამ შენიშვნის კანონპროექტში გათვალისწინება ვერ მოხდება, თუმცა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლება მუშაობს.

„ჩვენი და მარეგულირებელი კომისიის პოზიცია არის, რომ ვერ გავითვალისწინებთ ამ შენიშვნას. მე მესმის, რა პრობლემაც არის. არსებობს რეგიონები, სადაც „ენერგო პრო ჯორჯია“ ვერ ახერხებს ტარიფის ამოღებას, მაგრამ იდგმება ნაბიჯები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ამოღების პრობლემა როგორც საჭიროა, ისე მოვაგვაროთ. საუბარია სვანეთის რეგიონზე. პირველ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომ ამოღება შესაძლებელი იყოს კომერციული ობიექტებიდან, სასტუმროებიდან, ხოლო შემდეგ ნაწილობრივ გადავალთ იმაზე, რომ მოსახლეობიდან, ანუ საყოფაცხოვრებო ობიექტებიდანაც იქნება ამოღებული. ანუ რაღაც ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით,“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა