ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან „შუა დერეფნის“ განვითარების შესაძლებლობები განიხილა

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს ლი სიაოპენგს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო კავშირების განვითარების საკითხებზე, მათ შორის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

აღინიშნა, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, საქართველომ და ჩინეთმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ყველა სატრანსპორტო დარგის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაში. კერძოდ, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის სატრანსპორტო კავშირები კიდევ უფრო განვითარდება, რათა უზრუნველვყოთ წვდომა მთავარ ბაზრებზე, ხელი შევუწყოთ მობილობას და ურთიერთკავშირებს ორივე მხარის სასარგებლოდ. მათ შორის, აზიასა და ევროპას შორის მოკლე და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებისათვის, რაც თანხვედრაშია ,,Belt and Road” ინიციატივის ძირითად მიზნებთან.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებულია სარკინიგზო - მულტიმოდალური გადაზიდვების შემდგომი განვითარებითა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, იგივე შუა დერეფნის, გავლით რეგულარული ბლოკ-მატარებლების ინტენსივობის გაზრდით. აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში შუა სატრანზიტო დერეფნის გამოყენება გაიზარდა. მხოლოდ 2018 წელს, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობამ მიაღწია 1332 TEUS- ს. უფრო მეტიც, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში უკვე მოხდა 1215 TEU -ს ტრანსპორტირება, რაც 2018 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 25.5% – ით მეტია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მატარებლის რეგულარული მიმოსვლის დაწყება ლიანიუნგანგის პორტიდან სტამბულამდე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია შუა დერეფნის გასავითარებლად. ამასთან, 2019 წლის ოქტომბერში საპილოტე ბლოკ-მატარებელი გამოემგზავრა ჩინეთის ქალაქ სიანიდან ჩეხეთის დედაქალაქის პრაღის მიმართულებით. სიანის ლოგისტიკური კომპანიები მოწადინებული არიან, ეს მიმართულება რეგულარული გახადონ.

ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ქვეყნის მთავრობა ახორციელებს შუა დერეფნის პოპულარიზების მიმართულებით. მათ შორის, პირდაპირი საკონტეინერო გემის მიმოსვლის დაწყება უკრაინასთან, მემორანდუმის გაფორმება რუმინეთსა და აზერბაიჯანთან, რათა ბათუმსა და რუმინეთის პორტ კონსტანცას შორის რეგულარული საფიდერო მიმოსვლა დაიწყოს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ბულგარეთთან საბორნე მიმოსვლის სიხშირის გაზრდაზე შავი ზღვაზე შეუფერხებელი მიმოსვლის უზრუნველყოფისათვის, რაც საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს უკეთესი წვდომა ევროპულ ბაზარზე და მოვიზიდოთ მეტი ტვირთი და სხვ.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რათა შუა დერეფანი ევროპასთან ვაჭრობისთვის ჩინეთის პრიორიტეტულ მარშრუტებს შორის მოხვდეს,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შუა დერეფნის პოტენციალისა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმაც, მისი თქმით, აღნიშნულ მარშრუტს აქვს დიდი შესაძლებლობა და მას სჭირდება გამოყენება. ლი სიაოპენგმა გაიზიარა ქართველი კოლეგის შეთავაზება, შეიქმნეს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს შუა დერეფნის შესაძლებლობების გაზრდასა და დღეს არსებული გამოწვევების აღმოფხვრაზე.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაძლიერებაზე ქვეყნებს შორის სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა