ექიმების ინფორმაციით, ყვარელში ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულია

ექიმების ინფორმაციით, ყვარელში ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულია

ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 19 წლის ბიჭი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებული თავდაპირველად ყვარლის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კატასტროფის ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კლინიკის მენეჯერის ტელმან ხვედელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მას აღენიშნება ტრავმული შოკი, სხეულის მრავლობითი დაზიანება და ქალა-ფუძის მოტეხილობა.

ყვარელში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. „მერსედერსის“ მარკის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მანქანაში მყოფი 4 მგზავრიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, 2 - საავადმყოფოში მიყვანისთანავე.