საქალაქო სასამართლო გია უდესიანისა და ზაზა გუგავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში ბრალდებულ ბიზნესმენ გია უდესიანისა და გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

გია უდესიანს და ზაზა გუგავას სამი ადვოკატი: ბექა ბასილაია, შოთა კახიძე და გიორგი ჩივიაშვილი იცავს.

გია უდესიანისა და ზაზა გუგავას უფლებადამცველის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მათ არ აქვთ განსაკუთრებული მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან, მაგრამ დაცვის მხარე გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს სასამართლოებში და თუ საჭირო გახდება, ადამიანის ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს.

„ცხადზე ცხადია, როდესაც 2012 წელს დაწყებულ გამოძიებაზე, რომელზეც ამ წლების განმავლობაში საერთოდ ახალი არ მომხდარა და ახალი ჩვენება არ გაჩენილა, პროკურატურამ გადაწყვიტა მხოლოდ და მხოლოდ 2019 წელს, როდესაც ხანდაზმულობის ვადამდე დარჩენილი იყო სულ რამდენიმე დღე, წარედგინა ბრალი გია უდესიანისა და მისი ოჯახის წევრისთვის, დის ქმრისთვის, ზაზა გუგავასთვის. ქონებაზე, რომლის დათმობასთან დაკავშირებითაც არის საუბარი, არასდროს არ ფლობდა და არც დღეს ფლობს არც გია უდესიანი და არც ზაზა გუგავა აღნიშნულ შპს-ში რაიმე წილს. ერთგვარად, ხელისუფლება ცდილობს მოახერხოს გია უდესიანის იმიჯის შელახვა და შემდეგ, როდესაც კონკრეტული თემის გადაფარვა დასჭირდება, გამოიყენოს და წაუყენოს მას ბრალი. უდესიანის წითელი ცირკულარით ძებნაზე ინტერპოლმა უარი განაცხდა მის მიმართ პირველი სისხლის სამართლის საქმეზე. უნგრეთის სახელმწიფომ მას მიანიჭა პოლიტიკური თავშესაფარი ცხოვრების უფლებით, რაც ნათლად მიუთითებს, რა ხორციელდებოდა მის და მისი ოჯახის მიმართ წლების განმავლობაში. ერთი წლის წინ ვილნიუსის ნომრიდან მას მიუვიდა შეტყობინება, რომ შემდგომი მისი ოჯახის წევრი, სიძე და მისი ბიძაშვილი იქნებოდნენ და როგორც ჩანს ამჯერად ხელისუფლებამ მას დანაპირები შეუსრულა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს რაიმე მოლოდინი, რომ დღეს მივიღებთ ისეთ შედეგს, რაც ხელისუფლების თუ პროკურატურისთვის არ იქნება მიუღებელი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში და თუ საჭირო გახდება ადამიანის ევროპულ სასამართლოში”,-განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა სხდომის დაწყებამდე.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა