6 ნოემბერს, 09:45 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში”, საჯარო შესყიდვების სხვადასხვა აქტუალურ ასპექტებზე ყოველწლიური საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია გაიხსნება.
კონფერენციას გახსნიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე.
6 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
6 ნოემბერს, 11:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში TechSummit-ი გაიმართება. ორდღიან ღონისძიებას ტექნოპარკი უკვე მეორედ მასპინძლობს და მას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე გახსნის.
მის: ინოვაციების ქუჩა #7
საკონტაქტო პირი: სალომე არშბა 599 71 21 31
6 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი უზბეკ ექსპერტებს შეხვდება.
მის: საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
6 ნოემბერს, 11:00 საათზე, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის, პანევროპული რეგიონული საბჭოს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისში ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
ორდღიან კონფერენციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის. მასში მონაწილეობას ამერიკის, ევროპის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეკონომიკური ექსპერტები, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლები მიიღებენ.
მის: სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“.
6 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტის, პროფესორ გიორგი ცუცქირიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საქსტატის ბოლო ინფორმაცია და ინფლაციის მაჩვენებელი - გაძვირებული ცხოვრება. წყალტუბოს რესურსების პრივატიზაციის საკითხი.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო : 593 53 45 24
6 ნოემბერს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი“ გორის მაჟორიტარის, პარლამენტის წევრის იოსებ მაკრახიძის და გორის მერ კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ ანტიკორუფცილ სააგენტოში საჩივარს შეიტანს.
თემა: გორში ჩატარებული ტენდერები
მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი №72 (მოდულის შენობა)
საკონტაქტო: ირენა სტურუა 597575555
6 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი გაიმართება
B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)
6 ნომებრს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სასულიერო პირები განცხადებას. გააკეთებენ.
თემა: ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა და დაგეგმილი აქციები კინოთეატრებთან. საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული პროცესები.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.
საკონტაქტო: 593 53 45 24
6 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
6 ნოემბერს, 12:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო პროფესიული უნარების ტრანსნაციონალურ კონკურსს სამ პროფესიულ უნარში: ლანდშაფტის დიზაინში, ყველის ამოყვანასა და საკონდიტრო საქმეში უმასპინძლებს.
მის: მცხეთის რაიონი სოფელ წინამძღვრიანთკარი, ილია წინამძღვრიშვილის საზოგადოებრივი კოლეჯი.
საკონტაქტო: ნათია მსხილაძე,ფერმერთა ასოციაციის კომუნიკაციის მენეჯერი 591 05 19 05
6 ნოემბერს, 12:00 საათზე, გენერალურ პროკურატურასთან, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, მინდია ლავასოღლის ოჯახი და სხვა ქვეყნებში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახების წარმომადგენლები აქციას ლოზუნგით ,,უპატრონე შენს მოქალაქეებს” გამართავენ.
6 ნოემბერს, 12:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
6 ნოემბერს, 12:00 საათზე, „შმაქსისტები“ მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ და "შმაქსის" წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, რის შემდეგაც ავტომობილების კოლონით ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ.
მის:რესპუბლიკის მოედანი
საკონტაქტო: მარია გეგეჭკორი- 551 599 870
6 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას დაათვალიერებს და სამედიცინო პერსონალს შეხვდება, სადაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების პროექტზე ისაუბრებს. მის: ბათუმი. პუშკინის ქ. #164/ტბელ აბუსერიძის ქ. #2; საკონტაქტო: ნინი ტალახაძე 595053605