„საპარტნიორო ფონდის“  შუამდგომლობით, ქართველი მეწარმეები ჩინეთის უმსხვილეს გამოფენებზე საუკეთესო პირობებით ისარგებლებენ

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჭოუს ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს დელეგაციას შეხვდა.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ქართული პროდუქციის პოტენციალს ჩინეთის ბაზარზე და საქართველოს დელეგაცია ქალაქ გუანჭოუში ორ უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. კერძოდ, გუანჭოუს საერთაშორისო საკვები პორდუქციის გამოფენაზე, რომელიც 2020 წლის მაისში გაიმართება და იმპორტირებული საკვები პროდუქციის რეალიზაციისთვის ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმას წარმოადგენს; ასევე, მომავალ წელს დაგეგმილ საზღვაო აბრეშუმის გზის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც გასულ წელს „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, 20-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ჩინურმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ ღონისძიებებში კერძო სექტორის აქტიურად მონაწილეობის შემთხვევაში, „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შუამდგომლობით, ქართველ მეწარმეებს საუკეთესო პირობები შესთავაზოს და გამოფენაში მონაწილეობის ხარჯები ნაწილობრივ დაფაროს.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ აღნიშნა, რომ „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო გამოფენა“ მრავლისმომცველი ღონისძიებაა, რომელიც „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ქვეშ გაერთიანებულ ქვეყნებს შორის აბრეშუმის გზის განვითარებასა და ჩინეთსა და აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა