თბილისში ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის, პანევროპული რეგიონული საბჭოს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისში ეკონომისტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, განხილვის მთავრი საკითხებია: მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და დაანგარიშების მეთოდოლოგიები, სახელფასო და სოციალური დაცვის სტრატეგიები და მასთან მიმართებაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პოლიტიკის განხილვა.

მათივე ინფორმაციით, მსჯელობა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შრომის ბაზრის რეგულირება, სამართლიანი ხელფასების განსაზღვრა და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება.

დისკუსია შეეხება რეგიონსა და მათ შორის საქართველოში მსოფლიო ბანკის და სხვა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკის გავლენას დასაქმებაზე, ისევე როგორც მათ მიერ გაცემული კრედიტების გავლენას ბანკებზე, საწარმოებზე და ქვეყნებზე - საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების და სტანდარტების დაცვის კუთხით.

ორდღიან კონფერენციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის. შეხვედრა სამი პანელის ფორმატით წარიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკის, ევროპის და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეკონომიკური ექსპერტები, აგრეთვე პროფკავშირების წარმომადგენლები, მათ შორის ანალიტიკოსები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, მოდლოვიდან, ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან და რუსეთიდან.

კონფერენცია 6 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ 10:00 საათზე გაიხსნება და 7 ნოემბერს 17:30 საათზე დაიხურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა