თბილისში, თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეული „გობექლითეფე - ადამიანი და ცხოვრება“ გაიმართება

6-9 ნოემბერს, თბილისში თურქეთისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენის ფოტოგამოფენა, კულინარიული მასტერკლასები, კლასიკური მუსიკის კონცერტი - „ანატოლიის სული“, რომლისთვისაც თბილისს ეწვევა გამოჩენილი თურქი ჩელისტი უღურ იშიკი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელი თურქული კვირეულის მთავარი თემა არის „გობექლითეფე“- ანუ მუცლიანი გორის არქეოლოგიური აღმოჩენები.

„დადგინდა, რომ ანტოლიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძეგლები პირამიდებზე 4 000 წლით, ხოლო სთოუნჰენჯზე - 7 000 წლით ძველია. ჯერ კიდევ იმდროინდელია, როცა კაცობრიობა მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. მას ცივილიზაციის დაბადების ადგილსაც უწოდებენ.

„გობექლითეფე“ – UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში 2018 წელს შევიდა.

თურქეთისადმი მიძღვნილი კვბირეული წელს უკვე გაიმარტა :რუმინეთში, ხორვატიაში, ალბანეთში, ლიბანსა და სერბეთში. ღონისძების ორგანიზატორია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, რომელიც ემსახურება თურქეთის კულტურის პოპულარიზაციას მთელს მსოფიოში. ინსტიტუტის მიზანია ხვა და სხვა ადგილზე განსხვავებული ხმებითა და ფერებით შექმნას შთაბეჭდილება თურქეთის შესახებ, გააცნოს თურქეთი სხვა ქვეყნების ხალხებს და მათთან დაამყაროს კავშირები.

ღონისძიებების განრიგია:

6 ნოემბერი: 11:00 საათი - კონფერენცია „გობექლითეფე“- ეროვნული მუზეუმი.

კონფერენციას გაუძღვებიან შანლიურფას მუზეუმის დირექტორი და გობექლითეფეს გათხრების კომისიის თავმჯდომარე ჯელალ ულუდაღი. მოხსენებას წაიკითხავენ თურქულად, გაკეთდება სინქრონული თარგმანი.

13:00 საათი - ეროვნული მუზეუმი. გამოფენა „ბობექლითეფე“ - არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ძეგლების ფოტოები. ფოტოებს თანდართული ექნება მოკლე ინფორმაცია თურქულ და ქართულ ენებზე.

7 ნოემბერი: 16:00 საათი - ფოტოგამოფენა - თსუ-ს მუზეუმი, I კორპუსი.

GAP -ის რეგიონალური განვითარების ადმინისტრაციის მიერ რეგიონის გაცნობის მიზნით მომზადებული ფოტო გამოფენა. „ფოტოების მიხედვით GAP გუშინ და დღეს“

12:00 საათი - მასტერკლასი თბილისის კონსერვატორიაში.

კონსერვატორიისა და მუსიკალური სკოლის სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს თურქეთიდან მოწვეული ჩელისტი უღურ იშიკი.

8 ნოემბერი: 15:00 საათი - ტრადიციული თურქული კერძებით გამასპინძლება. თსუ. X კორპუსი.

უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა დააგემოვნოს და გაიცნოს ტრადიციული თურქული კერძებიდან: იჩლი ქოფთე (კატლეტის სახეობა), თანდირ ქებაბი (ხორციანი კერძის სახეობა), აშურე და რეჰანის შარბათი.

19:30 - კონსერვატორია. უღურ იშიკის კონცერტი „ანატოლიის სული“

კონცერტი, რომელზეც ანატოლიის მიწაზე არსებული ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელი ჰანგები გაჟღერდება, გაუძღვება ცნობილი თურქი ჩელისტი უღურ იშიკი და მისი გუნდი.

9 ნოემბერი: 12:00 საათი - მასტერკლასი თურქულ კულინარიაში - რესტორანი „თაშრე“

მასტერკლასზე მონაწილეობას მიიღებენ შეფ-მზარეულები, ბლოგერები კვების დარგში, მედიის წარმომადგენლები; მასტერკლასს გაუძღვებიან ცნობილი თურქი შეფ-მზარეულები, რომლებიც მოამზადებენ კერძებს: ჰუნკარბეღენდი, ყველის ტკბილეული და რეჰანის შარბათი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა