ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე საევაკუაციო სიგნალის ჩართვის გამო, ღონისძიების მონაწილეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს

ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში", თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე საევაკუაციო სიგნალი ჩაირთო, რის გამოც კონფერენციის მონაწილეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

როგორც „ჰილტონის“ ადმინისტრაციაში განაცხადეს, განგაშის სიგნალის ჩართვა სამზარეულოში დაკვამლიანებამ გამოიწვია.

მათივე თქმით, შენობაში ყოფნა უსაფრთხოა და საგანგაში არაფერია.

ბათუმში, 10:00 საათზე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაა დაგეგმილი. ღონისძიებას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალიანსის სხვა მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები უნდა დაესწრონ.

იხილეთ ვიდეო: განგაშის სიგნალი და ევაკუაცია ბათუმის "ჰილტონში" - თავდაცვის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სხდომათა დარბაზი დატოვებინეს

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს