კახეთის მხარესა და ავსტრიის ფედერალურ მიწას, შტირიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კახეთის მხარესა და ავსტრიის ფედერალურ მიწას, შტირიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და ავსტრიის ფედერალური მიწის, შტირიის ეკონომიკის, ტურიზმის, ევროპის, მეცნიერებისა და კვლევის მინისტრმა, ბარბარა აიბინგერ მოაწერეს

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის განვითარებაზე.

მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია ავსტრიის ფედერალური მიწის, შტირიის დედაქალაქ გრაცში გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა