ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების მიზნით შექმნილი კომისია დღეს, სავარაუდოდ, მარტვილში დაასრულებს მუშაობას და აბაშაში გადაინაცვლებს

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების მიზნით შექმნილი კომისია მუშაობას აგრძელებს. კომისიის ერთ-ერთი წევრის, სასულიერო პირის გიორგი ქვარცხავას განცხადებით, აღწერა მარტვილის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება, რის შემდგომაც ისინი აბაშაში გადაინაცვლებენ.

„გადაბარების პროცესი გრძელდება. კომისიის სხვა წევრებთან ერთად შევჯერდებით თუ რომელ ლოკაციებზე მივიდეთ და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას. გუშინ ვიყავით სალხინოში. იქ სკოლა გიმნაზია დავათვალიერეთ, ასევე ვიყავით მარანში, ღვინის სახლში და საპატრიარქოს რეზიდენციაში. ამ ყველაფრის გადაბარება მოხდა. სავარაუდოდ, დღეს დასრულდება მარტვილის მხარე და თუ მოვასწარით შემდეგ გადავალთ აბაშაში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ მივდივართ ყველგან, სადაც მოქმედი წინამძღვრები არიან. მივდივართ იქ, სადაც ეპარქია დატოვეს თავიანთი ნებით ან გადადგა ესა თუ ის თანამდებობის პირი", - განაცხადა კომისიის წევრმა.

კომისიის სხდომას მეუფე გრიგოლი და სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრები ესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა