სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე -  არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში

ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ელოდება შეწყალებას და არ არის სამართლიანი, რომ მხოლოდ ერთით იყოთ დაკავებული და დაინტერესებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვაზე განუცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეწყალების საკითხზე მზადდება ბრძანებულება, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა.

„ძალიან მიკვირს, რომ გაუთავებლად ამბობთ, თითქოს არ ვპასუხობ თქვენს კითხვებს მამალაძეზე. თუ სწორად მახსოვს, უკვე მეხუთეჯერ გეუბნებით და გპასუხობთ იგივე ტელევიზიებს, რომ მამალაძის შეწყალებას რაც ეხება, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო და ჩატარდა. გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა ახალი წესებით. მგონი, გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას. როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ და თქვენც გაეცნობით. შემდეგ შევუდგებით იმ საკითხს, რასაც შეწყალება ჰქვია. ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე, ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ელოდება ამ კუთხით, ახალგაზრდები და არ არის სამართლიანი, რომ მხოლოდ ერთით იყოთ დაკავებული და დაინტერესებული...

არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში და სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი კითხვის მეტი არ შეგიძლიათ დასვათ. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: როდის იქნება ახალი წესები, ზურაბიშვილმა უპასუხა: „როცა იქნება გეტყვით და გაეცნობით“.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა. რამდენიმე ასეული მომართვა არის პრეზიდენტთან შემოსული“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა