ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, საპატრიარქოში ზარები შევიდა, რომლის თანახმად, ადგილობრივებს მეუფე პეტრესთან მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ

ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც მეუფე გრიგოლი კომისიის სხდომას ესწრება, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ლევან მერაბიშვილი მივიდა. მისი თქმით, საპატრიარქოში ადგილობრივები რეკავენ და მათ პრეტენზიები მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ეპარქიის ყოფილ მმართველთან აქვთ.

„საპატრიარქოში მოქალაქეების ზარები შემოვიდა. ადგილობრივებს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მმართველთან აქვთ პრეტენზიები. აქ ვარ და ალბათ მოვლენ ის ადამიანებიც. შევხვდებით, ჯერ აქ და შემდეგ მოგვიწევს სოფლებში შეხვედრა, თუ რა მტკიცებულებები აქვთ. იმიტომ ვართ აქ, რომ გავარკვიოთ გადაფარვა იყო თუ მიზანმიმართული მიტაცება. ამბობენ, რომ მათ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნიათ",- ამბობს ლევან მერაბიშვილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა იღუმენია თამარ გამყრელიძემ.

იღუმენია თამარ გამყრელიძე, რომელმაც მარტვილის ეპარქია მღვდელმთავრობიდან მეუფე პეტრეს გადაყენების შემდეგ დატოვა, ამბობს რომ მეუფე პეტრეს მხრიდან მოქალაქეების მიწების ნაკვეთების მითვისებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ცილისწამებაა.

"ყველაფერი არის საპატრიარქოს სახელზე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, წლებია ჩვენ შეჩვეული ვართ ასეთ თავდასხმებს. დაქირავებული ადამიანები აჟღერებდნენ ამ ცილისწამებებს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რა არის მეუფის ქონება. ეს ხომ ძალიან მარტივია. არის ვინმე კეკუტია, რომელსაც უნდოდა დადიანების რეზიდენციის მითვისება და წინააღმდეგობაში მოვიდა მეუფესთან, და ამის შემდეგ ეს კაცი აფინანსებს თავის სოფელში ხან ვის და ხან ვის, რომლებიც ცილს სწამებენ მეუფეს", - აღნიშნავს იღუმენია თამარ გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო