არჩილ თალაკვაძე - დეზინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში ხშირად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენება

დეზინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში ხშირად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, როდესაც „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევები, ანგარიშები და შეფასებები საინტერესოა.

„მათ ყოველთვის ყურადღებით ვეცნობით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შეფასებებს, ვფიქრობ, რომ გადამეტებულია და ნაწილობრივ მოკლებულია რეალურ საფუძვლებს, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც ამ „ტროლებზე“ და დეზინფორმაციაზეა საუბარი. პირიქით, გეტყოდით, რომ პრობლემები არსებობს იქ, როდესაც დეზინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში ხშირად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენება და ვფიქრობ, თემატური მოკვლევა, რომელსაც პარლამენტი აკეთებს ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვან შეფასებებს მიაწვდის საზოგადოებას", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ინტერნეტ გარემო შეფასებულია როგორც „თავისუფალი“.

ორგანიზაცია ერთ-ერთ საფრთხედ ასახელებს მთავრობასთან აფილირებული „ტროლების“ და მომხმარებლების გააქტიურებას განსაკუთრებით 2018 წლის საპროტესტო აქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამავე ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით, პირველ ადგილს ისლანდია იკავებს. საქართველო რეიტინგში 75 ქულით, მეათე ადგილზეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა