რომან გოცირიძე - მოსამართლეს ვერ ვათქმევინეთ, რომ შიშველი ხელებით ფილმის ჩაშლა ძალადობაა - კომბალი ხომ არ უჭირავსო, დაახლოებით ასე გამოუვიდა

მოსამართლეს ვერ ვათქმევინეთ, რომ შიშველი ხელებით ფილმის ჩაშლა არის ძალადობა. კომბალი ხომ არ უჭირავსო, დაახლოებით ასე გამოუვიდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატს, ქეთევან ცინცაძეს უსმენენ.

ამ განცხადებით რომან გოცირიძე სანდრო ბრეგაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლის დაანონსებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ეს ძალები ხელისუფლების მიერ არიან წახალისებული.

„შავრაზმული ექსტრემისტული ჯგუფები პირდაპირ დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან. ყოველთვის გასდიოდათ ის ძალადობა, რასაც ისინი ჩადიოდნენ წლების განმავლობაში. დღეს პირდაპირ აკეთებენ მათი ლიდერები განცხადებას, რომ თურმე კომბლებს დატოვებენ სახლში, მაგრამ შიშველი ხელებით ჩაშლიან. მოსამართლეს ვერ ვათქმევინეთ, რომ შიშველი ხელებით ჩაშლა არის ძალადობა. არა, კომბალი ხომ არ უჭირავსო, დაახლოებით ასე გამოვიდა.

მათ იდეოლოგიურ პლატფორმას იზიარებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, როცა ცეცხლზე ნავთი დაასხა ერთ- ერთმა დეპუტატმა, როცა განაცხადა, რომ ყველას აქვს ფილმის ნახვის უფლება, მაგრამ ეს ფილმები არ უნდა ეწეოდნენ რაღაცის პროპაგანდას“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება.

„ნებისმიერი მოძალადე უნდა იყოს დაკავებული და წაბრძანებული იქ, სადაც ჯერ არს“, - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა