ზაზა გაბუნია - ქუჩაზე, მოედანზე, პარკში, ბაღში, სკვერსა და სხვა მსგავს სივრცეში მშენებლობა კვლავ აკრძალული იქნება

ქუჩაზე, მოედანზე, პარკში, ბაღში, სკვერსა და სხვა მსგავს სივრცეში მშენებლობა კვლავ აკრძალული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ ინიცირებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები მათ შორის ითვალისწინებს კოდექსიდან იმ მუხლის ამოღებას რომელიც კრძალავდა ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბში და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში შენობა-ნაგებობის (გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა) მშენებლობას, ხოლო პარკში, ბაღში, სკვერში და ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომელსაც არ აქვს საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ფუნქციური ზონირება მათ შორის განსაზღვრავს კონკრეტულ ტერიტორიებზე მშენებლობის პირობებს. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება აღნიშნულ ტერიტორიებზეც.

გარდა ამისა, გენერალური გეგმა მოიცავს გამწვანებული ტერიტორიების რუკებსაც, რაც დამატებითი რეგულაციაა გამწვანებული ტერიტორიები დავიცვათ არასათანადო მშენებლობისგან. ამასთანავე ამ მუხლს შეიძლებოდა ხელი შეეშალა მაგალითად სკვერებში ჯიხურების, გაზეთის დახლების და მსგავსი ტიპის ნაგებობების განთავსებისთვის, ინიციატორებმა ჩავთვალეთ რომ ამ მუხლის ამოღება იქნებოდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.

ამ მუხლის პროექტში არსებობა/არ არსებობა არაფერს ცვლიდა, ვინაიდან კონკრეტულ ზონებში შეზღუდვებს გენგეგმები ისედაც არეგულირებს, ამიტომ კანონპროექტში ეს ჩანაწერი გაუქმდება და მუხლი უცვლელად, მოქმედი რედაქციით შენარჩუნდება კოდექსში.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ზაზა გაბუნია  - ქუჩაზე, მოედანზე, პარკში, ბაღში, სკვერსა და სხვა მსგავს სივრცეში მშენებლობა კვლავ აკრძალული იქნება

ქუჩაზე, მოედანზე, პარკში, ბაღში, სკვერსა და სხვა მსგავს სივრცეში მშენებლობა კვლავ აკრძალული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარლამენტის წევრების გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ ინიცირებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს კანონი „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები მათ შორის ითვალისწინებს კოდექსიდან იმ მუხლის ამოღებას რომელიც კრძალავდა ქუჩაზე, მოედანზე, ხიდზე, ტროტუარზე, გვირაბში და მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელში შენობა-ნაგებობის (გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობისა) მშენებლობას, ხოლო პარკში, ბაღში, სკვერში და ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომელსაც არ აქვს საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ფუნქციური ზონირება მათ შორის განსაზღვრავს კონკრეტულ ტერიტორიებზე მშენებლობის პირობებს. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება აღნიშნულ ტერიტორიებზეც.

გარდა ამისა, გენერალური გეგმა მოიცავს გამწვანებული ტერიტორიების რუკებსაც, რაც დამატებითი რეგულაციაა გამწვანებული ტერიტორიები დავიცვათ არასათანადო მშენებლობისგან. ამასთანავე ამ მუხლს შეიძლებოდა ხელი შეეშალა მაგალითად სკვერებში ჯიხურების, გაზეთის დახლების და მსგავსი ტიპის ნაგებობების განთავსებისთვის, ინიციატორებმა ჩავთვალეთ რომ ამ მუხლის ამოღება იქნებოდა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის.

ამ მუხლის პროექტში არსებობა/არ არსებობა არაფერს ცვლიდა, ვინაიდან კონკრეტულ ზონებში შეზღუდვებს გენგეგმები ისედაც არეგულირებს, ამიტომ კანონპროექტში ეს ჩანაწერი გაუქმდება და მუხლი უცვლელად, მოქმედი რედაქციით შენარჩუნდება კოდექსში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა