ევროსაბჭოში მსოფლიო დემოკრატიის ფორუმზე "ლალე" შესრულდა

სტრასბურგში, ევროსაბჭოს ოფისში მასშტაბური ფორუმი გაიხსნა. „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი 2019“ ციფრული ეპოქის პირობებში არსებულ საფრთხეებს ეძღვნება.

„წლევანდელმა ფორუმმა თავი მოუყარა ინტელექტუალებს, პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, აქტივისტებს და ახალგაზრდა ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, რათა იმსჯელონ დემოკრატიაზე ციფრული ინფორმაციის ეპოქაში, მათ შორის ტრადიციული მედიის - გაზეთის, ტელევიზიისა და რადიოს დღევანდელ მდგომარეობაზე, რომელშიც ის აღმოჩნდა მედია ვებსაიტების, ბლოგებისა და სოციალური მედიის პირობებში, იმ ახალი მედიის პირობებში, როცა ინფორმაციის გავრცელება ხდება მარტივად ყოველგვარი ფილტრაციისა და გადამოწმების გარეშე, ხშირად მიზანმიმართულად“, - განაცხადა ფორუმის გახსნისას ევროსაბჭოს წარმომადგენელმა კლაუდია ლუჩიანიმ.

აღსანიშნავია, რომ ფორუმზე საქართველოს საგუნდო კაპელამ ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით "ლალე" შეასრულა, რამაც ღონისძიებაზე დამსწრეთა აპლოდისმენტები დაიმსახურა. მუსიკოსები სტრასბურგში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივით იმყოფებიან.

მსოფლიო დემოკრატიის ფორუმი ევროსაბჭოში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პატრონაჟით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ევროსაბჭოში შესრულებული "ლალე" კაპელის შესრულებით და ევროპელი დეპუტატების გულუხვი აპლოდისმენტები

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა