თორნიკე რიჟვაძე - დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით გაგვაჩნია

დღეს ბათუმში ,,საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ოფიციალურად გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, კონფერენციის გახსნაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა. მე-13 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ ქვეყანაში და რეგიონში კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წლებია მნიშვნელოვანი პლატფორმაა რეგიონალური, გლობალური უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება ბათუმში, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული, ლოჯისტიკური და ეკონომიკური ცენტრი აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაჯვარედინზე, სამხრეთს და ჩრდილოეთს შორის'', - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბოლო 13 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილება.

კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც უსაფრთხოების გარემოს წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთმანეთს ხედვებს გაუზიარებენ.

კონფერენციაში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რიგით მე-13 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) 7 ნოემბერს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა