გიგა ბოკერია - სამწუხაროდ, საბჭოთა ჭაობის მენტალიტეტის პრეზიდენტი გვყავს

სამწუხაროდ, საბჭოთა ჭაობის მენტალიტეტის პრეზიდენტი გვყავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მის მიერ მიღებულ სკანდალურ გადაწყვეტილებებში ბევრი საეჭვო გარემოებაა.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა კრიტერიუმებით, რა ტიპის დანაშაულებზე, რა გარემოებებში იღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას. ამ თვალსაზრისით დღევანდელმა პრეზიდენტმა ნაბიჯი გადადგა უკან, იმიტომ რომ იქამდე ეს უფრო მოწესრიგებული იყო. ამ ადამიანმა გააუქმა ეს სტრუქტურაც და მერე შემთხვევით გავიგეთ, რომ ამ ტიპის სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო. ყველაზე სამარცხვინო ამბავი იყო და ივანიშვილის გუნდს ზოგადად ეს ახასიათებს, ივანიშვილის ამ რჩეულსაც, ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ როცა აღმოჩნდა, ერთ-ერთი შეწყალებულის მსხვერპლი იყო მათი აქტიური მხარდამჭერი, მათ შორის მისი კამპანიის მხარდამჭერი ცნობილი ოჯახიდან, ზურაბიშვილმა ჩათვალა, რომ ამ ოჯახისთვის უნდა მოებოდიშებინა და ეთქვა, რომ არ იცოდნენ და გამოეპარათ. ანუ ეს ადამიანი გამოარჩიეს და სხვები არ აინტერესებთ. აი ასეთი უტიფარი, საბჭოთა ჭაობის მენტალიტეტის პრეზიდენტი გვყავს სამწუხაროდ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა