ამერიკელი კონგრესმენები ფოთში იმყოფებოდნენ

ფოთში დღეს ამერიკელი კონგრესმენები იმყოფებოდნენ. მათ პორტში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორია დაათვალიერეს. ადგილი, სადაც ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება.

ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნიმ ფოთის პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და აქცენტი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთეს.

„ფოთის ახალი პორტი „პეის ტერმინალსი" 18 თვეში მიიღებს გემებს, რომელსაც ექნება საშუალება მინიმუმ 50 ათასი ტონა ტვირთამწეობის ტვირთი გაიტანონ ექსპორტზე ამერიკის, კანადის, სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, რაც გამოიწვევს ტარიფების დაწევას და იგი ბევრად უფრო მისაღები იქნება დამკვეთებისთვის. ამერიკული ინვესტიციის განხორციელება გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, მოიტანს 2 ათასამდე სამუშაო ადგილს და ცხადია, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს“, - განაცხადა „პეის ტერმინალსის" ერთ- ერთმა დამფუძნებელმა, სოსო დოლიძემ.

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში იმყოფებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო