მეუფე ზოსიმე შიოშვილი მის მიმართ ბრალდებაზე - შევძრწუნდი ისეთი რაღაცები მოვისმინე, ესენი რაღაც ძალების წაქეზებით მოქმედებენ

მე თვითონ ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს, მომასმენინეს და შევძრწუნდი ისეთი რაღაცები მოვისმინე. ესენი რაღაც ძალების წაქეზებით მოქმედებენ, - ამის შესახებ წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმე შიოშვილმა დუშეთის საკათედრო ტაძარში ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე ამბობს, რომ ბრალდებები „აბსურდი და ტყუილია“. ამასთან, მეუფე ზოსიმე წაყენებულ ბრალდებებს ანტიეკლესიურს უწოდებს.

მიტროპოლიტი წლების წინ სემინარიაში განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს, რომ სტუდენტების გარკვეულ ნაწილს მან თავიდანვე შეატყო, რომ „სხვა სულით გამოირჩეოდნენ“.

„არც მინდა იმის გახსენება. წარმოიდგინეთ სტუდენტები ლექტორის კაბინეტში რომ შევარდებიან, ისეთი შფოთი და დაძაბულობები შეიქმნა, ერთსღა ვფიქრობდი, როგორმე დაძაბულობა ჩამეცხრო. მე ვუთხარი, დამშვიდდით შვილო, დაწყნარდით. ეს სხვა სულის ხალხი იყო აბსოლუტურად, ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ იმ ხალხს, ვინც ამათ უკან იდგა.ზუსტად ვერ გეტყვით, ამ ხალხის უკან ვინ იდგა. საეროს არ დავასახელებ, მაგრამ სასულიერო, ყოფილი მღვდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე რომ იყო, ის ადრევე დაუპირისპირდა ეკლესიას, ადრევე მოხვდა დაპირისპირებაში და ეს იმის ხალხია. თავიდანვე შევამჩნიე ეს უცხო სული, ამათ შფოთი, არეულობა და დაძაბულობა უნდოდათ ეკლესიაში“, - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც აღნიშნულ პერიოდში ზვიად გამსახურდიას სემინარიაში მისვლას ეხებოდა, მეუფე ზოსიმემ უპასუხა, რომ გამსახურდია სემინარიაში იმყოფებოდა და მისი იქ მისვლით „ჩოჩქოლი და შფოთი შეიქმნა“.

„მე მითხრეს, რომ მოსული არის გამსახურდია. როდესაც გავედი გარეთ, უკვე ჩოჩქოლი დავინახე, მასთან ახლოს არ მივსულვარ. როგორც ჩანს, ის თვალს ადევნებდა იმ ამბებს, რაც იქ ხდებოდა. არ ვიცი, ის თავისი ნებით მოვიდა თუ ვინმემ გააგებინა, მაგრამ ერთია, რომ იქ მოსვლით ჩოჩქოლი და შფოთი შეიქმნა“, - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ „ფეისბუქში“ 1988 წელს მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ დაწერა. მაშინ მეუფე ზოსიმე სასულიერო სემინარიის რექტორი იყო.

იხილეთ ვიდეო: მეუფე ზოსიმე შიოშვილი მისთვის წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა