მეუფე ზოსიმე მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან განყენებაზე - ეს არ იყო ერთადერთი გამოსავალი, უფრო ფრთხილი მოქმედებაც შეიძლებოდა

პირადად ჩემთვის არ უკითხავთ, რომ მეუფეო გინდათ თუ არა, რომ მეუფე პეტრე გადავაყენოთო, მაგრამ რომ ეკითხათ, ჩემი მოსაზრება მქონდა, ეს არ იყო ერთადერთი გამოსავალი, უფრო ფრთხილი მოქმედება შეიძლებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ზოსიმემ განუცხადა.

მისივე თქმით, მეუფე პეტრესთვის მღვდელმთავრებს დრო უნდა მიეცათ.

„მე არ მინდა სინოდის ამბები აქ გამოვიტანო. მაგრამ პირადად ჩემთვის არ უკითხავთ, რომ მეუფეო გინდათ თუ არა, რომ პეტრე გადავაყენოთ. იქ ისეთი საერთო აზრი იყო. მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ, მეუფე გინდათ თუ არა, მე ჩემი მოსაზრება მქონდა, მეუფე ისაიას კიდეც გადავულაპარაკე, რომ ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი და შეიძლებოდა უფრო ფრთხილი მოქმედება. კიდევ რაღაცა დრო უნდა მიგვეცა მისთვის, თუნდაც ან მონასტერი ან რაღაც, მაგრამ ასე ერთსახად? სულ მეშინოდა არ გაბოროტდეს ეს კაცი, ამის შიში მქონდა, მერე რაღაც მსგავსიც დავინახე. არ უნდა მივიყვანოთ ადამიანი აქამდე. ადამიანს მოფრთხილება სჭირდება,“ - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

მისივე თქმით, დასჯა არ არის გამოსავალი, მთავარია ადამიანის გადარჩენა.

„პატრიარქის წინაშე ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის თავი ღვთისგან უნდა განისაჯოს. შეიძლება რაღაცა ტკივილი გქონდეს, მაგრამ... ამ 31 წლის განმავლობაში თქვენ გგონიათ ყველაფერი გასახარი და მოსაწონი იყო ჩემთვის? მაგრამ არასდროს ერთი სიტყვა არ მითქვამს, იმიტომ, რომ ის ეკლესიას განასახიერებს. უწმინდესი არის ძალიან მოწყალე, ლმობიერი, ის ცდილობს ადამიანის გადარჩენას. დასჯა არ არის გამოსავალი, მთვარია გადავარჩინოთ, უნდა დავეხმაროთ, რომ ის გადავარჩინოთ. მაცხოვარიც ამისთვის მოვიდა, ცოდვილთა გადასარჩენად და არა განსასჯელად. უწმინდესიც ამაში ემსგავსება უფალს,“ - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა