გარდაბნის თბოელექტროსადგურის თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით  საპროტესტო აქცია გამართეს

გარდაბნის თბოელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ბლოკის თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ხელფასების გაზრდას გაზაფხულიდან ითხოვენ, თუმცა დირექცია მათ მოთხოვნას არ ასრულებს. დღეს კი იძულებული გახდნენ, თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად შეკრებილიყვნენ.

როგორც თბოელექტროსადგურში დასაქმებულები აცხადებდნენ, მათი ხელფასი 700 ლარამდეა, რაც ძალიან მიზერულია და ამიტომ შრომითი ანაზღაურების 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. მათივე ინფორმაციით, დირექციაში ეუბნებიან რომ ხელფასების გაზრდა სემეკის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. კერძოდ, საწარმოს ადმინისტრაციაში უცხადებენ, რომ ტარიფი სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი და ტარიფიკაციის გაზრდა სემეკის კომპეტენციაა.

აქციის მონაწილეებს მოგვიანებით თბოელექტროსადგურის დირექციის წარმომადგენლები შეხვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი ანაზღაურება უახლოეს პერიოდში არ გაიზრდება, საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო