ანონსი 7 ნოემბერი

7 ნოემბერს, 09:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი კონფერენციას „მაღალი ღირებულების საინვესტიციო შესაძლებლობები მებაღეობაში“ გახსნის.

თბილისი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

7 ნოემბერს, 09:30 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საერთაშორისო კონფერენციას - „ფინანსური განათლება და წიგნიერება: ფინანსური განათლების ხელშეწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“ გახსნის. შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის „ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელთან“ (OECD/INFE) თანამშრომლობის ფარგლებში იმართება.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, ბოლრუმის დარბაზი, ვარდების რევოლუციის მოედანი.

7 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

7 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

7 ნოემბერს, 10:30 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ წინ კამპანიის „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ორგანიზებით გაიმართება აქცია - „გავერთიანდეთ აზარტული თამაშების წინააღმდეგ და გამოვაღვიძოთ ხელისუფლება“.

საკონტაქტო: აკაკი გვიანიძე 577 302 026

7 ნოემბერს, 10:30 საათზე, უფლებადამცველები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

თემა: გავრცელებული ინფორმაცია ნანა კაკაბაძის ბინაში კონსპირაციული შეხვედრებთან დაკავშირებით.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

7 ნოემბერს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ორგანიზაციის ოფისში გამართავს პრესკონფერენციას და შეაფასებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ჩატარებულ ახალ საგამოძიებო მოქმედებებს.

მის: აბაშიძის 12 ბ

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა, 593 73 75 03

7 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრესკონფერენციას გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის 150

საკონტაქტო: ანი თამაზაშვილი 595 03 32 32

7 ნოემბერს, 11:00 საათზე,პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

7 ნოემბერს, 11:00 საათზე, საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გამოძალვის მიზნით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

მის: თბილისი, კახიძის #15

საკონტაქტო : ლევან ქათამაძე - 577 07 05 00

7 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

7 ნოემბერს, 11:00 საათზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა“ გახსნის ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გახსნის. ღონისძიებას იტალიის რესპუბლიკის ელჩი ენრიკო ბარტოლი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ (ბოლრუმი) , თელავის ქ. #20

საკონტაქტო: ქეთევან კილაძე-595 244 254

7 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტის, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტის პაატა ბაირახტარის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საქსტატის ბოლო ინფორმაცია და ინფლაციის მაჩვენებელი - გაძვირებული ცხოვრება. არის, თუ არა პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელზე? მინიმალური ხელფასის დადგენის საკითხი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ნოემბერი, 12:00 საათზე, „შენების მოძრაობის“ წარმომადგენლები ალექსანდრე სელეპანოვი, სალომე მგელაძე და სოსო ვახტანგაშვილი „პატიმრობის კოდექსში“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას შეიტანენ.

მის: რუსთაველის გამზირი #8, პარლამენტის კანცელარია

საკონტაქტო: ნინო ბაჩილავა - 591 005002

7 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უფლებადამცველის, ნანა კაკაბაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პრეზიდენტის მორატორიუმი პატიმრების შეწყალებაზე და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი. ინიციატივები შეწყალების ახალი წესის შესახებ და 23 ნოემბრის შეწყალების თემა. საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული პროცესები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო : 593 53 45 24

7 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

7 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 ნოემბერს, 12:00 საათზე, სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში, მორიგი თემატური პრეზენტაცია გაიმართება.

თემა: რუსეთის ჰიბრიდული ომი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება.

მის.: მაყაშვილის 32/34 (სასტუმრო "ბეტსი")

საკონტაქტო:551 66 25 25

7 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

7 ნოემბერს, 13:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

7 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს გააცნობს.

მის.: ბათუმი, სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი (მესამე სართული), ოდისეი დიმიტრიადის ქ. №1;

საკონტაქტო: ნინი ტალახაძე - 595053605

7 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

7 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების, ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართება

თემა: „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით“.საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

7 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში შედგება „რეფორმების ლაბის“ (ექსპერტთა გაერთიანება) შეხვედრა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან. აღნიშნული ფორმატის მიზანია წინა საარჩევნოდ ექსპერტული ხედვების და შეფასებების გაზიარება.

მის: კოსტავას 75ბ. (ყოფილი ტელეკომპანია „მზის“ შენობა)

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი 599-88-15-05

7 ნოემბერს, 18:30 საათზე, გლობალ სტარტაპ ფონდის ღონისძიება გაიმართება.

მის: სილიკონ ველი თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.82

საკონტაქტო: 599 280 606 ნატა კიზივაძე

7 ნოემბერს, 19:00 საათზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლიქიორის პროდუციის მთავარი მწარმოებელი ჯგუფის - უ ლიანგიე (WuLiangye Group) მიერ ორგანიზებით ჩინურ-ქართული მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართება

მის: სასტურმო „ბილტმორ თბილისი”, შოთა რუსთაველის 29

საკონტაქტო: 591 29 39 19

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2019
ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა