გეგა შენგელია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება

ევროპის საბჭოში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი გაიხსნა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, პირველ მოადგილე გიგა ფარულავასთან ერთად ესწრება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

ფორუმი ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. დემოკრატიის რიგით მე-8 ფორუმის მთავარი თემაა დემოკრატია და ინფორმაცია.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება გამოწვევები, რომელთა წინაშეც დემოკრატიული სამყარო დგას და საფრთხე, რომელსაც მსოფლიოს ყალბი ახალი ამბები უქმნის.

დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს 2 000-მდე ადამიანი ესწრება. ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფორუმზე ორ მუსიკალურ ნაწარმოებს აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ჯგუფი The Georgian Six შეასრულებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო