ბათუმში გამოფენა-კონცერტი „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართება

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, დღეს გამოფენა-კონცერტი „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართება.

აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახრის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანას მუსიკალური ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდება. კონცერტზე ჭვანის ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

კონცერტის დაწყებამდე, მუსიკალური ცენტრის ფოიეში ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია მოეწყობა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმას გააცნობს. განვითარების გეგმაში ასახულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს;

პრეზენტაციისა და კონცერტზე დასწრებამდე ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ მუსიკალური ცენტრის ფოიეში ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები დაათვალიერონ. ხეობის ეთნოგრაფიული მასალების, მკვლევართა ჩანაწერებისა და არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა მუსიკალულ ცენტრში 18:00 საათზე გაიხსნება.

საღამო „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში ტარდება.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება
კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორის ღია წერილი
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)