მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, მისი თანამდებობიდან წასვლა ია კერზაიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას არ უკავშირდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას მიესალმება. ბატიაშვილმა განმარტა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა ამ საკითხს არ უკავშირდება და მიესალმება იმ პროცესს, რომელიც ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიწყო.

„სადღაც საბუთების გაგზავნა, პირდაპირ ვერ დაუკავშირდება ამას. თუმცა შემიძლია გითხრათ და მანამდეც არაერთხელ განვაცხადე, რომ მივესალმები ამ საქმის სტრასბურგში გაგზავნას და ამ პროცესს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში დარეგისტრირდა სარჩელი „შენგელია საქართველოს წინააღმდეგ“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა