ქუთაისს მსოფლიო ვარსკვლავი ანტონელო პალომბი ეწვია

ქუთაისს მსოფლიო ვარსკვლავი ანტონელო პალომბი ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ცნობილ საოპერო ტენორს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე დახვდა.

მათივე ინფორმაციით, პალომბი ქუთაისში რომიდან მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.

როგორც მან აეროპორტში განაცხადა, საქართველოზე და ქართულ კერძებზე ბევრი სმენია.

საოპერო ტენორის თქმით, მან კარგად იცის ქუთაისის ისტორია და ამ ქალაქის შესახებ ბევრი წაუკითხავს. ანტონელო პალომბი 9 ნოემბერს, 21:00 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის“ გალა-კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონცერტში ასევე მონაწილეობენ ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი, რომლებიც ქუთაისში ხვალ ჩამოვლენ.

მათივე ცნობით, გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნინო სურგულაძე, ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს. ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა