ბახმაროში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დაამონტაჟეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ბახმაროში, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე, ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სადგური უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარის და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ რეჟიმში გადაცემას.

მათივე ინფორმაციით, მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების დროულად მომზადებას და გავრცელებას.

„ბახმაროს მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები აისახება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციის გაცვლის გლობალურ ქსელში, რაც საქართველის საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს.

წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კიდევ 3 ახალი მეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა