კამპანია „იცურე მშვიდად“ კვლევის პრეზენტაციას და საგამოძიებო ფილმის ჩვენებას გამართავს

14 ნოემბერს, კამპანია „იცურე მშვიდად“ სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის კვლევას - „წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი ქართულ კანონმდებლობაში“ წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ღია საზოგადოების ფონდიდან“ აცნობეს, კვლევის პრეზენტაციამდე ნაჩვენები იქნება სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება - „სიკვდილის ზონები“, რომელშიც ასახულია წყლის ობიექტებზე არსებული საგანგაშო ვითარება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კამპანიის მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრები, რომლებმაც არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, დროულად შეიმუშაოს საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკა წყლის ობიექტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების თავიდან აცილებისთვის.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან თბილისის მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

ღონისძიება 14:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

ცნობისთვის, კამპანია „იცურე მშვიდად“ 2018 წელს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიას მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქციების, დისკუსიების მოწყობა და ადვოკატირება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა