ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე - ჩვენ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ

რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

პანელის მოდერატორის, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის კითხვაზე, რას აკეთებს საქართველო, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობა გაამყაროს, ღარიბაშვილმა რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებაზე ისაუბრა და ამასთან საბრძოლველად საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„რუსეთი იყენებს ძალიან დახვეწილ ჰიბრიდულ მეთოდებს, ავრცელებენ დეზინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე , რათა საზოგადოება კვებონ ამ ყალბი ინფორმაციით. აჩვენონ, რომ ნატო-საქართელოს ურთიერთობებს მომავალი არ გააჩნია. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ. იდეა გახლავთ ასეთი, რომ თავდაცის სამინისტროს 17 ყველაზე თანამედროვე ოფისს გავხსნით ყველა რეგიონში, რაც პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ინფორმირებულობის დონეს და სამხედრო სამსახურის პოპულარობას გაზრდის“, - განაცხადა მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან თავდაცვის ძალებში მსახურობით და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და მეტი პოპულარიზაცია ამ საკითხებს გადაჭრის.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისებურ ყოყმანს ვხედავ ახალგაზრდა თაობაში, ჯარში მსახურობასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ინფრასტრუქტურა, განვაახლოთ ყაზარმები, განვავითაროთ სამხედრო ინფრასტრუქტურა, რათა გავზარდოთ ჯარისკაცების ცხოვრების დონე. ასევე ეს იქნება ძალიან კარგი მოტივაცია ახალგაზრდა თაობისთვის, რომ მოვიდეს ჯარში ყოყმანის გარეშე.

მე მაქვს იდეა, ამაზე ვმუშაობთ და განხორციელებას შემდეგი წლიდან დავიწყებთ. გვინდა შევქმნათ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა რეგიონში. აქ საინფორმაციო კომპონენტს ჩავრთავთ, რომ მოსახლეობას პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციაზე რეფორმების შესახებ, რომლებსაც თავდაცვაში ვახორციელებთ”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა