ეკა ბესელია არასამთავრობოებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღეს, „პროტესტი რაც შეიძლება მძლავრად გამოხატონ“

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაციებს, თანამოაზრეებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იმ დღეს, როდესაც პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის, პროტესტი რაც შეიძლება მძლავრად გამოხატონ. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, პროტესტი უნდა გაიგოს საქართველოს პარლამენტმა.

ბესელია ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, ხვალიდან დაიწყონ კონსულტაციები და მოხდეს შეთანხმება, როგორ და რა ფორმით გამოიხატება ეს პროტესტი.

„მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კარგად ესმის რას ნიშნავს დაცულობა კვლიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის ხელში, რომ კენჭისყრის დღეს პროტესტი მძლავრად იყოს გამოხატული. ეს პროტესტი უნდა გაიგოს საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც ხალხის სახელით უნდა გადაწყვიტოს ხალხის მომავალი. ეს მომავალი არის თქვენს ხელში, რაც უფრო დიდი იქნება საპროტესტო განწყობა, რაც უფრო დიდი იქნება ამ სიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის წნეხი, მით უფრო რეალური იქნება მეორედ ავირიდოთ ის საფრთხე, რომელიც ავირიდეთ 2018 წლის დეკემბრის ბოლო კვირას.

ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად, განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები აქვს, რა თქმა უნდა, იმათ გარდა, ვინც თავად იყო ამ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი, უნდა დავიწყოთ კონსულტაციები ხვალიდნავე იმისთვის, რომ მოვიფიქროთ, შევარჩიოთ პროტესტის როგორი ფორმა იქნება ყველაზე რელევანტური, შესაფერისი. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ იმ განზრახვას, რომ არჩეულნი იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი კონსტიტუციური ფორმა, რომ საქართველოს პარლამენტის თითოეულმა წევრმა გაიგოს საკუთარი მოქალაქეების და ამომრჩევლების ხმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა