ბათუმში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში მშენებლობიდან 30 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მედიკოსებს ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

მამაკაცი სამშენებლო სამუშაოებს კიროვისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში ახორციელებდა. იგი მეათე სართულიდან გადმოვარდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ახალგაზრდა ამწედან ჩამოვარდა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მშენებლობას კომპანია „გიგორი" ახორციელებს. უწყებაში ამბობენ, რომ შენობა მერიას ჩაბარებული არ აქვს და მუშები, ფასადის შეღებვით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შერულებისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა