სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ფოთის მერი გერმანიის ელჩს შეხვდნენ

ფოთის მერიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან და მოადგილეებთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა რეგიონის და უშუალოდ ქალაქ ფოთის ეკონომიკურ პოტენციალს. სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ელჩს ქალაქის ისტორია გააცნო და მისი არქიტექტურული იერსახის განვითარებაში, გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის როლზე ისაუბრა. მოგვიანებით კი ელჩს, ფრიკის მიერ დაპროექტებული შენობები დაათვალიერებინა, რომლებიც დღეს უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ.

„ფრიკის მიერ აშენებული შენობების რეაბილიტაციაზე რწმუნებულის ადმინისტრაცია, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ქალაქის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს. ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილი შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება და იქ საზღვაო სასწავლებელი განთავსდება. ამჟამად პროექტირების სამუშაოები სრულდება, ასევე მოხდება უშიშროების ყოფილი შენობის რეაბილიტაცია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და 1918 წლის მოვლენებზე გამოფენის და საერთო სივრცის მოწყობას. 1918 წლის 28 მაისს, ფოთის პორტში ხელი მოეწერა შეთანხმებას გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, სადაც საქართველომ მიიღო გერმანიის მფარველობა და აღიარება. ხელშეკრულებას, გერმანიის მხრიდან ხელს გენერალი ოტო ფონ ლოსოუ და საქართველოს მხრიდან მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი აწერდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა