ანონსი  8 ნოემბერი

8 ნოემბერს, 9:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციას დაესწრებიან: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და იურიდიული გაერთიანებების საბჭოს პრეზიდენტი ხოსე დე ფრეიტასი.

მის: თელავის ქ. 20.

საკონტაქტო ტელ: 599711818

8 ნოემბერს, 10:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

8 ნოემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საქართველოს სტომატოლოგიურ დილერთა ასოციაცია მასშტაბურ სტომატოლოგიურ გამოფენას, ასევე ლექცია- მასტერკლასებს მოაწყობს.

მის: Hualing Tbilisi Sea Plaza

8 ნოემბერს, 10:30 საათზე, „ქართული მარშის“ ლიდერები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: საპროტესტო აქციის დღის გეგმები - შეკრების ლოკაციები და ჯგუფების განაწილება; მიმართვა მხარდამჭერებს.

მისამართი: მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19

საკონტაქტო პირი: ეკა გულუა -599726565

8 ნომბერს, 11:00 საათზე, ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუნდის წარმომადგენლები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩასაშლელად დაგეგმილი ღონისძიებები და კონკრეტული გეგმები; მიმართვა მხარდამჭერებს.

მისამართი: მისამართი: მიხეილ ჭიაურელის 19

საკონტაქტო პირი : ეკა გულუა -599726565

8 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა და დაგეგმილი აქციები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული, IV ოთახი.

საკონტაქტო პირი : 593 53 45 24

8 ნოემბერს, 11:10 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში ყოფილი დეპუტატი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა და დაგეგმილი აქციები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული, IV ოთახი.

საკონტაქტო პირი : 593 53 45 24

8 ნოემბერს, 11:20 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში მამა დავით რუხაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა და დაგეგმილი აქციები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული, IV ოთახი.

საკონტაქტო პირი : 593 53 45 24

8 ნოემბერს, 11:30 საათზე თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ვატო შაქარიშვილი განცხადებას გააკეთებს.

მის: თავისუფლების მოედანი N2, თბილისის საკრებულო II სართული

ტელ: 577260026

8 ნოემბერს, 11:30 საათზე, ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრე და პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეის” თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა და საინიციატივო ჯგუფის, “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” წევრი ალექსანდრე ფალავანდიშვილი განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა და დაგეგმილი აქციები კინოთეატრებთან.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული, IV ოთახი.

საკონტაქტო პირი: 593 53 45 24

8 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

8 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

8 ნოემბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო ცაციაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

მის: ორთაჭალა, გულუას ქ. N 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა

8 ნოემბერს, 14:00 საათზე, პარტია „სამართლიანობისთვის” ახალგაზრდული მოძრაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის პროცესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავს.

მის: საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის მხრიდან.

8 ნოემბერს, 14:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება

მის: კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

8 ნოემბერს, 14:30 საათზე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ანგარიშს „სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა“ წარადგენენ.

მის: სასტუმრო "რუმსი"

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა (EMC)- 593 73 75 03

8 ნოემბერს, 16:00 საათზე, „ქართული მარშის“ წევრები კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად შეიკრიბებიან.

8 ნოემბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება სარა ჯ. მაასის წიგნის „ეკლებისა და ვარდების სამეფო“ პრეზენტაცია.

8 ნოემბერს, 17:00 საათზე, თანამედროვე ქართული ხელოვნების მუზეუმში, სალომე ზურაბიშვილის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნის და მოწვეულ სტუმრებს მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი, ფონდის დამფუძნებელი, სალომე ზურაბიშვილი. პრეზენტაციას დაესწრებიან კერძო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, დიმპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

მის: რუსთაველის გამზირი #7

საკონტაქტო პირი: გიორგი კოპალეიშვილი - 595 29 89 89 .

8 ნოემბერს, 20:00 საათზე, ,,რესპუბლიკაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 100 ათასლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის დაწყების შესახებ გამოაცხადებს, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭრით უკვე მეოთხედ ახორციელებს.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი #6

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა