ბათუმში, სამშენებლო კომპანია "გიგორის" წარმომადგენელი გამოკითხვაზე იმყოფება

ბათუმში, სამშენებლო კომპანია "გიგორის" წარმომადგენელი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. კომპანია „გიგორი“ სამშენებლო სამუშაოებს ბესიკის ქუჩაზე ახორციელებს, საიდანაც დღეს ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

როგორც შრომის ინსპექტორმა ლევან ელიზბარიძემ განაცხადა, ბესიკის ქუჩაზე დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბაგირი არის დაზიანებული და დაჟანგული.

„ობიექტზე გამოიკვეთა ბაგირის გაწყვეტა, ბაგირი არის დაზიანებული და დაჟანგებული. დამსაქმებელთან გასაუბრება მოხდება. დამსაქმებელი როგორც გვითხრეს პოლიციაში დაკითხვაზე არის გადაყვანილი. ჩვენ მოვახდენთ დოკუმენტების გამოთხოვას და შესწავლას",- განაცხადა შრომის ინსპექტორმა ლევან ელიზბარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შესრულებისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს