გარდაბნის თბოელექტროსადგურის გაფიცული თანამშრომლები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან

გარდაბნის თბოელექტროსადგურის მე-3 და მე-4 ბლოკის 200-მდე თანამშრომელი მესამე დღეა გაფიცულია. გაფიცული მუშები, დილიდან „თბილსრესის" ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ხელფასების 50%-ით გაზრდას, პრემია-დანამატებსა და შრომითი უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებსა და ადმინისტრაციას შორის გუშინ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. „თბილსრესის" ხელმძღვანელობამ მათ ხელფასების 15-20%-ით გაზრდა შესთავაზა, რასაც მუშები არ დათანხმდნენ. „თბილსრესის" ტერიტორიაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდა, აქციებს გააგრძელებენ და პროტესტის ნიშნად ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა