დავით ბაქრაძე - ინფრასტრუქტურის მინისტრს მოვუწოდებ, სოფელ ბოსლევის  მდგომარეობით დაინტერესდეს, ასევე იმით, თუ სად დაიხარჯა გამოყოფილი თანხა

ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე ლუდმილა აგამანიანის ოჯახში მივიდა და ადგილზე გაეცნო ადგილობრივების პრობლემებს.

სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ბაქრაძეს სოციალური დახმარების მოხსნაზე და წყლის პრობლემაზე ესაუბრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევის ხუთი უბანი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

„მოსახლეობა აცხადებს, რომ გამგეობამ ბიუჯეტიდან თანხა დახარჯა, პროექტი ჩაიბარა, თუმცა, მოსახლეობას წყალი დღემდე არ აქვს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ბაქრაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს სთხოვს, დაინტერესდეს სოფელ ბოსლევში არსებული პრობლემით და ხალხს მოუგვაროს წყლის პრობლემა.

„ზესტაფონის რაიონის, სოფელი ბოსლევი არის ქრესტომათიული მაგალითი, თუ როგორ მუშაობს დღევანდელი ხელისუფლება და მთავრობა. შედგა პროექტი, დაიხარჯა თანხა, გაიჭრა ჭები, შესყიდული იქნა ცისტერნები, შლანგები და ყველაფრის გაკეთების შემდეგ, ბოლოს აღმოაჩინეს, რომ თურმე წყალი არ არის. დაიხარჯა თანხა, გაკეთდა პროექტი, ვიღაცამ ჩამოწერა, რომ პროექტი გაკეთდა და სოფელს წყალი არ აქვს. აი, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მუშაობა.

მინდა მოვუწოდო ინფრასტრუქტურის მინისტრს, დაინტერესდეს ამ სოფლის მდგომარეობით, დაინტერესდეს სად დაიხარჯა გამოყოფილი თანხა და რა გაკეთდა. მინდა მოვუწოდო მას, ჩაერთოს და მოაგვაროს ის პრობლემა, რომელიც ამ სოფელში ადამიანებს აწუხებთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა