გურამ ფალავანდიშვილი - ჩვენი მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან მოდიან - ფილმი, კატების წამებაზე რომ იყოს ხომ ყველა დაირაზმებოდით?

„ბავშვთა უფლებების დაცვის“ თავმჯდომარის გურამ ფალავადიშვილის განცხადებით, ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეები ხუთ ნაწილად დაიყოფიან და სხვადასხვა კინოთეატრებთან გადანაწილდებიან.

გურამ ფალავანდიშვილის ინფორმაციით, აქციის წევრები შემდეგ ლოკაციებზე მობილიზდებიან: ბათუმში კინოთეატრი “აპოლო”, “თბილისი გალერია”, “სითი მოლი - საბურთალო”, “ისთ ფოინთი” და კინოთეატრი “ამირანი”.

„გამოვაღებ კარს და გამოვრთავ ფილმს, არ დავუშვებთ, რომ დღეს კინო-თეატრებში ფილმი გავიდეს. ფილმი, რომ კატების წამებაზე იყოს ხომ ყველა დაირაზმებოდით? რატომ მიეჩვიეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას? ვინც დავრჩით, ისინი მზად ვართ, რომ ეს აღვირახსნილი ფილმი ფართო საზოგადოებამ არ ნახოს. პიკეტირებას მოვახდენთ, კინო- თეატრის შესასვლელში ჩავჯდები და არავის გავუშვებ. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი ვართ. ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ეს ფილმი ხალხმა არ ნახოს. ჩვენი მხარდამჭერები მოდიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. მარტო 1 500 კაცი სამეგრელოდან მოდის. ამ ფილმის გაშვება არის საშინილება", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება